ალტა სოფთვეარი ოქროს ბრენდი 2015-ის ტიტულის მფლობელი გახდა

თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით „Global Idea“-მ და  გაზეთმა „The FINANCIAL“  22 აპრილს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, ოქროს ბრენდი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გამართეს.

ალტა სოფთვეარი დასახელდა ოქროს ბრენდი 2015-ის გამარჯვებულად ნომინაციაში „პროგრამული უზრუნველყოფა-ოქროს ბრენდი“.

სპეციალური პრიზი - ქანდაკება და სერტიფიკატი კომპანიის დირექტორს, ბატონ გრიგოლ ნიკოლაიშვილს, გადაეცა.

ოქროს ბრენდის ცერემონიალი საქართველოში 2006 წლიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. იგი ავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საკუთრი ბრენდის ცნობადობასა და პროდუქტის ზრდას მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.