UNIWARE™

უკეთესი გადაწყვეტა თქვენი გუნდისთვის

MULTIONE™

საბოლოო მომხმარებლის მზარდი კომფორტისათვის

NOTIFLY™

მეტი ვიდრე უბრალოდ კომუნიკაცია

B6™

ჩვენი მისია თქვენი წარმატებაა

მომხმარებლებზე ზრუნვა

გჭირდებათ მხარდაჭერა?

მოითხოვე დემო

აღმოაჩინე შენი გადაწყვეტა დღეს

CLOUDON℠

წარმატებული საქმიანობისთვის

ხშირად დასმული შეკითხვები

იპოვეთ პასუხები სწრაფად ალტა სოფთვეარის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ

22 აპრილი , 2016

ალტა სოფთვეარი ოქროს ბრენდი 2015-ის ტიტულის მფლობელი გახდა

თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით „Global Idea“-მ და  გაზეთმა „The FINANCIAL“  22 აპრილს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, ოქროს ბრენდი 2015-ის დაჯილდოების ცერემონიალი გამართეს.

ალტა სოფთვეარი დასახელდა ოქროს ბრენდი 2015-ის გამარჯვებულად ნომინაციაში „პროგრამული უზრუნველყოფა-ოქროს ბრენდი“.

სპეციალური პრიზი - ქანდაკება და სერტიფიკატი კომპანიის დირექტორს, ბატონ გრიგოლ ნიკოლაიშვილს, გადაეცა.

ოქროს ბრენდის ცერემონიალი საქართველოში 2006 წლიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. იგი ავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საკუთრი ბრენდის ცნობადობასა და პროდუქტის ზრდას მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.

4 აგვისტო , 2008

ალტა სოფთვეარი GITI 2008-ის ღონისძიების ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

2008 წლიდან საქართველოში იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კიბერ-უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კონფერენცია GITI (Georgian IT Innovations) იმართება.

კომპანიაალტა სოფთვეარი, პროგრამული უზრუნველყოფის პირველი კომპანია საქართველოში, ნომინაციაში - „საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფისადასაუკეთესო B2B გადაწყვეტისთვის“  GITI-ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. 

ღონისძიებაში ყოველწლიურად 20-ზე მეტი სახელმწიფოს 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

GITI-ის საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ნომინაციაში, საჯარო და ბიზნეს სექტორში მიღწეული წარმატებისთვის გამარჯვებული IT პროექტები სახელდება.